2023 უმნიშვნელოვანესი წელი იყო საქართველოს ისტორიისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მივიღეთ.
კანდიდატის სტატუსი და შემდეგ წევრობა ბევრ რამეს შეცვლის ქვეყნისთვის.
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივითა, Business Insider Georgia-სა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით აცხადებს ბიზნეს ბლოგების კონკურსს თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო - კანდიდატის სტატუსი: ახალი შესაძლებლობები და განვითარება“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.ბლოგი უნდა იყოს Word-ის ფაილში, Sylfaen-ით, 11 შრიფტით, 300-დან 600 სიტყვამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ:
https://forms.office.com/e/tpgGQ3CRaF
რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ ავტომატურად დარეგისტრირდებით: ბლოგის წერის მასტერკლასი. ბლოგების გამოგზავნა შეგიძლია მოცემულ ელ-ფოსტაზე: Schools@alte.edu.ge
ბლოგების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.
