Flag 0Flag 1
logo

მარტი 04, 2026

ALTE x AXEL - START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმი

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და IT სკოლებმა, Axel • Georgian Business Angel Network-თან თანამშრომლობით, START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლეს. 

 

ფორუმის ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერებმა და პანელისტებმა მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება მეწარმეობისა და ქართული START-UP ეკოსისტემის შესახებ და დეტალურად განიხილეს ანგელოზი ინვესტორების როლი ბიზნესის ზრდის პროცესში.

 

შეხვედრის სპიკერები და პანელისტები იყვნენ:

 

  • დავით კიკვიძე - ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;
  • რუსო სანაძე - ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის დეკანი;
  • ირო ცაგარეიშვილი - დირექტორი, Axel - Business Angel Network;
  • ქეთევან ხუნწარია - საინვესტიციო საბჭოს წევრი, Axel - Business Angel Network;
  • იაკო ჯიქია - Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.

 

ღონისძიება ასევე მოიცავდა PITCH სესიას, სადაც ანტრეპრენერებმა საკუთარი იდეები წარადგინეს და დარგის სპეციალისტებისგან ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რჩევები და პროფესიული უკუკავშირი მიიღეს.

 

მსგავსი ინიციატივებით ალტე უნივერსიტეტი ხელს უწყობს სამეწარმეო კულტურის განვითარებასა და ქართული START-UP ეკოსისტემის გაძლიერებას.

ALTE x AXEL - START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმიALTE x AXEL - START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმი