Flag 0Flag 1
logo

აპრილი 06, 2026

ალტე უნივერსიტეტში პროექტი Research skill lab დაიწყო

ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, ახალი პროექტი -  Research Skills Lab დაიწყო.

 

ინიციატივის მთავარი მიზანი უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის გაძლიერება, აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებაა.

 

პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა მედიცინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა თემაზე - „სამედიცინო კვლევის პუბლიკაციის სტრატეგიები მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში“.

 

სესიას პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი უძღვებოდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს აღიარებულმა სპეციალისტმა მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.

 

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სამეცნიერო სტატიის მომზადების კრიტიკული ეტაპები და საერთაშორისო ჟურნალის შერჩევის სტრატეგიული კრიტერიუმები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი კვლევითი შედეგების ეფექტურად წარმოჩენასა და გლობალურ სამეცნიერო სივრცეში წარმატებულ პოზიციონირებაში.

 

Research Skills Lab-ის ფარგლებში არაერთი ტრენინგი თუ ვორკშოპია დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში კვლევითი კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Research-skill-labResearch-skill-labალტე უნივერსიტეტში პროექტი Research skill lab დაიწყო