ალტე უნივერსიტეტსა და Iterra Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. ერთობლივი შეხვედრებისა და ინიციატივების გზით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სტუდენტები შეძლებენ, ჩაერთონ ტექ-პროექტებში და განივითარონ პროფესიული და გლობალური უნარები.
„იტერა ჯგუფი” ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის, IT პროექტების მართვასა და IT აუთსორსინგ სერვისებს. „იტერა ჯგუფი” აქტიურად უჭერს მხარს ახალი თაობის ტექნოლოგიურ განათლებას და მსგავსი ინიციატივებით ხელს უწყობს ახალგაზრდების სფეროთი დაინტერესებას.
