ალტე უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მალაიზიის INTI International University-Malaysia-სთან.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას განათლების, კვლევის, საერთაშორისო პროექტებისა და აკადემიური გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვას გაცვლით პროგრამებში და გამოცდილების გაზიარებას.
INTI International University მრავალპროფილიანი, ინტერნაციონალური უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო ხარისხითა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომებით არის ცნობილი. უნივერსიტეტი ცნობილია პრაქტიკული სწავლებითა და სტუდენტთა გლობალური დასაქმების მაღალი მაჩვენებლით. განსაკუთრებით გამოირჩევა კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის, სამართლის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, ტურიზმისა და სტომატოლოგიის მიმართულებებით.
INTI აღიარებულია სწრაფად მზარდ უნივერსიტეტად აზია-წყნარ ოკეანეთის რეგიონში და ადგილს იკავებს QS World University Rankings-ში. მხარეები გეგმავენ ერთობლივ კვლევით პროექტებზე მუშაობას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და ბიზნეს ინოვაციების სფეროებში.
