Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

სექტემბერი 26, 2025

ალტე უნივერსიტეტმა EFMD Global-ის წარმომადგენლებს, კრისტოფ ტერასსა და ჟან-ბაპტისტ მაილარდს უმასპინძლა

ალტე უნივერსიტეტმა EFMD Global-ის წარმომადგენლებს, კრისტოფ ტერასსა და ჟან-ბაპტისტ მაილარდს უმასპინძლა.


EFMD არის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია ბიზნეს განათლების სფეროში, რომლის წევრებიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტების მქონე ბიზნეს სკოლები და ორგანიზაციები არიან.


შეხვედრას ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტები - ირმა გრძელიძე და ანი ამირანაშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - რუსო სანაძე, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი - მიხეილ თოქმაზიშვილი, შეფასების სამსახურის ხელმძღვანელი - ლაშა მაჭარაშვილი და საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი - თორნიკე ბაქაქური.


ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბიზნეს სკოლის განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.


აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო განვითარებას, EFMD-ის გლობალურ ქსელთან დაახლოებას და, შედეგად, არა მხოლოდ ალტე უნივერსიტეტში, არამედ - მთლიანად საქართველოსა და რეგიონში განათლების ხარისხის ზრდას ბიზნესის მიმართულებით.

ალტე უნივერსიტეტმა EFMD Global-ის წარმომადგენლებს, კრისტოფ ტერასსა და ჟან-ბაპტისტ მაილარდს უმასპინძლა