ალტე უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, ვანო ბოლქვაძემ.
