Flag 0Flag 1
logo

მაისი 22, 2023

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა.

2023-2024 სასწავლო წელს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამები ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. 

ჩვენი, როგორც უმაღლესი სასწავლებლის, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, სამუშაო ბაზრის კონტექსტის გააზრება და მოთხოვნადი პროფესიონალების მომზადებაა. ამიტომაც სპეციალურმა ჯგუფმა ნანა დიხამინჯიას ხელმძღვანელობით, მოამზადა ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამისა და ამერიკის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსი პროგრამების მქონე 11 უნივერსიტეტის შედარებითი ანალიზი და შექმნა თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები.

ალტე უნივერსიტეტის სკოლების სიას ახალი, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლაც დაემატა