Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

მაისი 22, 2026

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები კომპანია „ლოიალტეს“ ესტუმრნენ

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური გამოცდილების მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნესის სკოლის სტუდენტები კომპანიას „ლოიალტე“ ესტუმრნენ.

 

საინფორმაციო შეხვედრას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის პირველი, მეორე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას და პირადად შეხვდნენ კომპანიის დამფუძნებელსა და გუნდის წევრებს - ადამიანური რესურსების, მარკეტინგის, აუდიტის, ფინანსებისა და პროექტების მართვის მიმართულებების წამყვან სპეციალისტებს.

 

შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ პროფესიული განვითარების გამოცდილებებისა და წარმატების ისტორიებისთვის, ასევე მიეღოთ ინფორმაცია კარიერული ზრდისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

 

ალტე უნივერსიტეტი და „ლოიალტე“, პარტნიორობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისა და მათი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციონირების მიზნით.

alte-universitetis-biznesis-skolis-studentebi-kompania-loialtes-estumrnenalte-universitetis-biznesis-skolis-studentebi-kompania-loialtes-estumrnenალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები კომპანია „ლოიალტეს“ ესტუმრნენ