ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის საგნები - ფინანსური აღრიცხვა და მენეჯერული აღრიცხვა - აკრედიტებულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ (BAF).
BAF დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ბუღალტრული აღრიცხვისა, აუდიტის სფეროში რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვაზე საქართველოში. ფედერაცია ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და უზრუნველყოფს წევრების პროფესიულ ზრდას.
აღნიშნული აკრედიტაცია ნიშნავს, რომ ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სწავლების მეთოდები და აკადემიური სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია ACCA-ის საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, აღნიშნული საგნები, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს ოფიციალურად აღიარებულად ჩაეთვლება ACCA-ის პროგრამაში.
