Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 24, 2026

ალტე უნივერსიტეტი NVIDIA-სთან თანამშრომლობას იწყებს

ალტე უნივერსიტეტმა მიიღო წვდომა NVIDIA Deep Learning Institute- ის (DLI) სასწავლო რესურსებზე, GPU-ზე (Graphics Processing Unit) დაფუძნებულ, თანამედროვე ტექნოლოგიურ მოდელებსა და სტრუქტურირებულ სასწავლო მასალებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესსა და კვლევით საქმიანობაში აქტიურად გამოიყენონ  უახლესი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პლატფორმები.

 

NVIDIA წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტისა და მაღალტექნოლოგიური გამოთვლების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციას. მისი აკადემიური ინიციატივა, DLI Teaching Kit Program,  შექმნილია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, მათ შორის: New York University (NYU), University of Illinois Urbana-Champaign (UIUC), Georgia Tech, Brown University, Oxford University და სხვა. პროგრამაში ჩართვით ალტე უნივერსიტეტი უერთდება იმ აკადემიურ სივრცეს, რომლისთვისაც ტექნოლოგიური განათლება და ინოვაციური კვლევა პრიორიტეტია. 

 

ალტე უნივერსიტეტისთვის ეს თანამშრომლობა ნიშნავს:

  • სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობის კიდევ უფრო გაზრდას
  • კვლევითი პოტენციალის ზრდას
  • სტუდენტებისთვის საერთაშორისო დონის კომპეტენციების განვითარებას
  • გლობალურ აკადემიურ და ინდუსტრიულ ეკოსისტემასთან ინტეგრაციას.

 

DLI-ის სასწავლო  რესურსები მოიცავს ხელოვნური ინტელექტის და მაღალი წარმადობის გამოთვლების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • Accelerated Computing
  • Accelerated Data Science
  • Deep Learning
  • Generative AI
  • Edge AI & Robotics
  • Science & Engineering (Physics-Informed AI)

 

აღნიშნული მოდულები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა რეალურ ტექნოლოგიურ ამოცანებში გარდაქმნან და იმუშაონ იმავე ინსტრუმენტებით, რასაც დღეს გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრია იყენებს.

 

ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს ინოვაციური განათლების სტრატეგიულ განვითარებას და ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მუშაობენ ტექნოლოგიებზე, რომელიც მომავალს ქმნის.

ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა

/
ალტე უნივერსიტეტი NVIDIA-სთან თანამშრომლობას იწყებს