Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 04, 2024

ალტე უნივერსიტეტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპონსორია

ალტე უნივერსიტეტი უკვე ორი წელია, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპონსორია.  4 ოქტომბერს გამართულ  დაჯილდოვების ცერემონიაზე კი თავის რჩეულ, დიმიტრი პოპოვს ფულადი  პრიზი გადასცა  და  დაპირდა,  რომ  იმ ტექნოლოგიური პროექტების  მხარდამჭერი იქნება, რომლსაც  იგი სკოლის მოსწავლეებისთვის განახორციელებს.

 

დიმიტრი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია. ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო პლატფორმა CK12-ის ტრენერია. 

ალტე უნივერსიტეტის რჩეულიაქტიურად ეხმარებოდა სკოლებს ციფრული სტრატეგიების შექმნაში DGSALT-ის და ტალინის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - „ციფრული სკოლა საქართველო“. წლების განმავლობაში, Microsoft Georgia-ს გუნდთან ერთად გეგმავდა და ახორციელებდა ციფრული ხელსაწყოების საკლასო სივრცეში გამოყენებაზე ორიენტირებულ პროექტებს. ასევე, თანამშრომლობდა eTwinning-თან, როგორც პროგრამის ელჩი.

დიმიტრი პოპოვის წვლილი კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებაში კარგად ჩანს მისი  მოსწავლეების მაგალითზე, რომლებიც დღეს ტექნოპარკის ბენეფიციარები არიან და სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში იღებენ მონაწილეობას.

 

ალტე უნივერსიტეტისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორობა მხოლოდ ყოველწლიური რჩეულის გამოვლენით არ შემოიფარგლება. იგი უკვე 2  წელია  მხარს  უჭერს  მასწავლებლის  ეროვნული  ჯილდოს ათეულთა კლუბის ინიციატივებსა და მასპინძლობს მათ ყოველწლიურ კონფერენციას. გარდა ამისა, ალტე უნივერსიტეტში სწორედ ათეულთა კლუბის ბაზაზე შეიქმნა მრჩეველ მასწავლებელთა საბჭო, რომელთან ერთადაც უნივერსიტეტი სკოლებში არსებული სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის საჭირო პროექტებს დააინიცირებს და განახორციელებს.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წლიდან არსებობს,  გლობალური  კამპანიის  ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

 

ალტე უნივერსიტეტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სპონსორია