ალტე უნივერსიტეტის IT სკოლას ახალი ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - AI და მონაცემთა ანალიტიკა (AI & Data Analytics) ემატება!
პროგრამის დაფარავს ისეთ მოთხოვნად საგნებს, როგორიცაა:
- ხელოვნური ინტელექტი;
- TECH მეწარმეობა;
- DevOps;
- iOS პროგრამირება;
- ბლოკჩეინ ტექნოლოგიები;
- UX/UI დიზაინი;
- თამაშების დეველოპმენტი;
მონაცემთა ანალიზი და სხვა.
პროგრამის სავალდებულო საგნების შესწავლის შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის საინტერესო კონცენტრაცია: „ხელოვნური ინტელექტი“ ან „მონაცემთა ანალიტიკა“ და სწავლა გააგრძელო სასურველი მიმართულებით.
პროგრამა გამორჩეული და დატვირთულია პრაქტიკული კომპონენტებით; სტუდენტები სწავლის პროცესშივე შეძლებენ: იმუშაონ გუნდურ და ინდივიდუალურ პროექტებზე, მოპოვონ 𝐂𝐢𝐬𝐜𝐨 𝐒𝐲𝐬𝐭𝐞𝐦-ისა და 𝐀𝐖𝐒 (𝐀𝐦𝐚𝐳𝐨𝐧 𝐖𝐞𝐛 𝐒𝐞𝐫𝐯𝐢𝐜𝐞𝐬)-ის საერთაშორისო სერტიფიცირება და გაიარონ სტაჟირება უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის - AI & Data Analytics პირველივე სემესტრში გაივლიან STEM კურსს, რაც დაგეხმარება, შეაჯამო შენი ცოდნა ფიზიკა/მათემატიკაში, განივითარო და გაიუმჯობესო ტექნიკური უნარები და წარმატებით გააგრძელო აკადემიური პროცესი.
აღნიშნული პროგრამის არჩევა აბიტურიენტებისთვის აკრედიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იქნებაშესაძლებელი. ხოლო მათ, ვინც აირჩევს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამას, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, შიდა მობილობით განაგრძონ სწავლა ახალ პროგრამაზე - AI & Data Analytics.
პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/zH3MTxYHaj

