Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 17, 2024

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

შეგახსენებთ, რომ ალტე უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი 18 სექტემბერს დაიწყო. რეგისტრაცია 19 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება

 

სარეგისტრაციო ბმული 

 

რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით პორტალზე ატვირთვასა და თანხის გადახდას შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიცემა სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანება.

 

რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ორივე მხარე);
  • საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, ან ცნობა კვალიფიკაციის შესახებ ( თუ დიპლომი დამზადებული არ არის ) - ატესტატის ველში;
  • ფოტო-სურათი (3x4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

     

მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ალტე უნივერსიტეტში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა მატერიალურად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი, ან ცნობა კვალიფიკაციის შესახებ ( თუ დიპლომი დამზადებული არ არის ) (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • ფოტო-სურათი (3x4);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის სამაგისტრო საგამოცდო - საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • ფოტო 3X4;

*უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის დამზადების შემდეგ სტუდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ალტე უნივერსიტეტში არაუგვიანეს სემესტრის დასრულებისა.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის