საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 06, 2023 (18 : 00) - დეკემბერი 06, 2023 (19 : 00)

ადამიანის უფლებებისა და ომის სამართლის ურთიერთქმედება: უკრაინის მაგალითი

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტში 6 დეკემბერს გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: ,,ადამიანის უფლებებისა და ომის სამართლის ურთიერთქმედება:უკრაინის მაგალითი“

საჯარო დისკუსიას გამართავს ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ნათია კალანდარიშვილი-მიულერი. დისკუსია შეეხება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომს. კერძოდ, რა საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია რუსეთს უკრაინის მიმართ? მომხსენებელი განიხილავს ომის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის პრობლემურ ასპექტებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართლის მოქმედების ჭრილში.

დისკუსიაზე დასწრება შეუძლია საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.