- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია დამწყები მონაცემთა ანალიტიკოსებისთვის და დეველოპერებისთვის, ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის, ფინანსისტებისთვის და მათთვის, ვინც უკვე მუშაობს მონაცემთა ბაზებთან, მაგრამ სურს ცოდნის გაღრმავება.
- კურსის მიმოხილვა
დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა სფეროში ყოველდღიურად იქმნება და მუშავდება უზარმაზარი მოცულობის მონაცემები - დაწყებული ბიზნესით, ბანკინგით და ჯანმრთელობის დაცვით, დამთავრებული სოციალური მედიისა და მეცნიერებით - მონაცემთა მართვისა და ანალიზის უნარის ფლობა აუცილებელია.
Oracle-ის მონაცემთა ბაზა კი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, სტაბილური და ფართოდ გამოყენებადი პლატფორმაა, რომელსაც იყენებენ ისეთი გიგანტური ორგანიზაციები, როგორებიცაა საბანკო ინსტიტუტები, სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო კორპორაციები. შესაბამისად, Oracle SQL-ის ცოდნა პირდაპირ უკავშირდება კარიერულ პერსპექტივებს როგოც საქართველოში, ისე2 მის ფარგლებს გარეთ.
- ტრენერი
ალექსანდრე სურგულაძე - ტრენერი, სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპერტ ანალიტიკოსი-დეველოპერი. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 28 საკონტაქტო საათს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
