- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი პროდუქტები, გადაწყვიტონ პრობლემები განსხვავებული ხედვით, ან/და მოახდინონ იდეების განვითარება/კომერციალიზაცია.
- კურსის მიმოხილვა
შემოქმედება ადამიანის თანდაყოლილი უნარია, რითაც ის საკუთარ არსებობას ამტკიცებს და ხდება ბედნიერი, რადგან ის შექმნისკენ არის მიდრეკილი. კრეატიულობა კი ამ უნარის სწორად გამოყენებასა და საკითხის გადაჭრის გონივრული გზების მოფიქრებას ეხმარება. ინოვაცია არსებული იდეების რეალობად ქცევასა და სამყაროში კიდევ ერთი აგურის დადებას წარმოადგენს, რაც სასიკეთოა, როგორც სხვებისთვის ასევე ავტორისთვის.
არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს მათში არსებული შემოქმედებითი ემოციების გახსნა და გაზიარება უჭირთ აზროვნების ბლოკების გამო, ან კრეატიული გზების მოფიქრება, რათა თავიანთი შეგრძნებები სასარგებლო კონცეფციამდე მივიდეს. კიდევ უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს მოსდის იდეა და “ვერ ყიდის”, ანუ ვერ არწმუნებს აუდიტორიას მისი ღირებულების შესახებ, რადგან ამისათვის მოლაპარაკების და სხვა საბაზისო კომერციული უნარები სჭირდება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები დაინახავენ სამივე მიმართულების მნიშვნელობას და შეკრავენ რესურსულ ჯაჭვს, რომლის დახმარებითაც მოახერხებენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებასა და პროდუქტების წარმატებულად შექმნას/დანერგვას.
კურსი გააძლიერებს მონაწილეების როგორც შინაგან რესურსებს, ასევე დაეხმარება მათ დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებსა და ცოდნას, რომელიც ჩარჩოებს ცდება.
- ტრენერი
კახი სამხარაძე - კომპანია ,,პულსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც მან არერთი ახალი და სასარგებლო სერვისი შეიქმნა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრატეგიული მარკეტინგის მიმართულებით. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 6 საკონტაქტო საათს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
