28 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისათვის საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი დღით მოირგონ სასურველი პროფესიის როლი, რაც მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
ღია კარის დღეზე, ისინი შეხვდებიან სკოლის დეკანებსა და მენეჯერებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და მომავალ ლექტორებს, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობენ არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, სწავლის დაფინანსების მოპოვების გზებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. ასევე, შეიტყობენ მეტს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრებიან მათთვის საინტერესო პროგრამის ვორკშოპს, რაც მათ დაეხმარებათ, უკეთ დაინახონ თავი მომავალ პროფესიაში:
- მედიცინის საერთაშორისო სკოლა: „კლინიკური უნარები“
- IT სკოლა: „ტრანზისტორიდან კომპიუტერამდე” / “Smart Vision With AI”
- ბიზნესის სკოლა: „თანამედროვე ლიდერშიფი“
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: სამართალი - „როგორ შევადგინოთ ონლაინ კონტრაქტები“, ფსიქოლოგია - „ფსიქოთერაპიული ტექნიკები“
ვორკშოპების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ასევე, გაიმართება ვიქტორინა, სადაც გათამაშდება კარიერული განვითარების ბანაკის საგზური.
დრო: 28 თებერვალი ,12:00
ლოკაცია: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
ღია კარის დღეზე დასასწრებად, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
