Flag 0Flag 1
logo

როგორ ეხმარება ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში?

სტუდენტური ცხოვრება ლექციებით იწყება, თუმცა ეს პერიოდი მხოლოდ აუდიტორიით არ შემოიფარგლება. სასწავლო პროცესის მიღმა სტუდენტს სჭირდება გარემო, სადაც ის ინდივიდუალურ კონსულტაციას გაივლის, კვლევით საქმიანობაში ჩაერთვება ან საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს. მსგავსი მხარდაჭერა და შესაძლებლობები მას საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება.

 

,,ალტე უნივერსიტეტში”  სტუდენტზე ორიენტირებული გარემოა, სადაც ლექტორთან ინდივიდუალური კონსულტაცია, კეთილდღეობის მენტორი, კარიერული განვითარების ცენტრი, კლუბები, 80-ზე მეტ საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სამეცნიერო ბაზებია ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ სტუდენტს სრულყოფილი მხარდაჭერა ჰქონდეს.

 

ლექტორთან პირდაპირი კონტაქტი

 

„ალტე უნივერსიტეტში“ თითოეულ ლექტორს სპეციალური საკონსულტაციო საათები აქვს გამოყოფილი, რომელთა ცხრილიც უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ ფორმატის გამოყენებით სტუდენტი ლექტორს ინდივიდუალურად მიმართავს, რათა კონკრეტულ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოს, დავალება განიხილოს ან ის კითხვა დაუსვას, რომლის დასმაც აუდიტორიაში ვერ მოახერხა.

 

ინდივიდუალური შეხვედრა მას იმ ბარიერის გადალახვაში დაეხმარება, რომლის გამოც სემინარზე კითხვის დასმა ერიდება, განსაკუთრებით ბაკალავრიატზე, სწავლის პირველ წელს. 

 

ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი რთული მიმართულებებისათვის, როგორიცაა, მაგალითად,  სამართალი, სადაც კაზუსების გარჩევა და დეტალური ანალიზი შესაძლოა პირისპირ კომუნიკაციას მოითხოვდეს. 

 

მენტორი, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს

 

სტუდენტის ემოციური მდგომარეობა, მოტივაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამოცდის შედეგი. ხშირად მას ადაპტაცია უჭირს ან მოტივაციის შენარჩუნება უძნელდება, ამ დროს კი მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვის უნდა მიმართოს მან დახმარებისთვის. ,,ალტე უნივერსიტეტში” ამ მიმართულებით კეთილდღეობისა და წარმატების მენტორი სოფო კოშაძე მუშაობს. 

 

მენტორის მომსახურება ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს მოიცავს. თუ სტუდენტს სასწავლო პროცესთან ადაპტაცია უჭირს, მხარდაჭერა სჭირდება ან აკადემიური საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვა სურს, მას შეუძლია მენტორს ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდეს: care@alte.edu.ge.

 

კარიერული განვითარება სწავლის პარალელურად

 

დამწყები პროფესიონალი კარიერულ საკითხებზე ფიქრს სწავლის დასრულების შემდეგ არ უნდა იწყებდეს. მან შრომის ბაზრისთვის მომზადებაზე გაცილებით ადრე უნდა იზრუნოს, რაც მოიცავს როგორც რეზიუმეს სწორად შედგენას, ისე დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

 

,,ალტე უნივერსიტეტში” კარიერული განვითარების ცენტრი მოქმედებს. ეს არის სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც სტუდენტებს კარიერული უნარების განვითარებაში ეხმარება და მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრებისთვის ამზადებს. უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პარტნიორი ისეთ მსხვილ ორგანიზაციებს აერთიანებს, როგორებიცაა „ლიბერთი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „თეგეტა“, „ვიანი“, „მეგა ლაბი“, „ორიენტ ლოჯიკი“ და „ბიდიოუ ჯორჯია“. ეს მჭიდრო თანამშრომლობა აქტიურ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირებისა თუ დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

გარდა ამისა, უნივერსიტეტში ინდუსტრიის დღეებიც ტარდება. ეს არის ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდები ხვდებიან დამსაქმებლებს და იღებენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიებისა თუ სტაჟირებების შესახებ. კურსდამთავრებულთა საზოგადოება კი გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული კავშირების გაღრმავებისთვის საუკეთესო სივრცეა.

 

სტუდენტური კლუბები

 

უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტური კლუბი მოქმედებს: ESPORT CLUB, LUMEN VITA CLUB, Alte Student Research Unit (ASRU) და Beyond Border Club. კლუბებში ჩართულობა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო პროცესის მიღმა გაიფართოოს ინტერესები, განივითაროს უნარ-ჩვევები და იპოვოს თანამოაზრეები.

 

კლუბებში შესაძლებელია სხვადასხვა ინიციატივის რეალიზება, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღება, რაც შრომის ბაზარზე აკადემიური მიღწევების მსგავსად ფასობს. ახალი კლუბის შექმნის სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაგვიკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე: studentlife@alte.edu.ge.

 

საერთაშორისო გამოცდილება

 

,,ალტე უნივერსიტეტი” მსოფლიოს 80-ზე მეტ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე სემესტრი საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში გაატარონ.

 

ბიზნესის სკოლის  სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა სწავლის გაგრძელება საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში, Montpellier Business School-ში, სადაც ფრანგული დიპლომის მიღებაც არის შესაძლებელი. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ასევე Università di Roma Tor Vergata, Westcliff University, Lanzhou University, ALBA Business School, Deggendorf University და სხვა.

 

საერთაშორისო მობილობა პროფესიულ განვითარებასთან ერთად, კულტურულ თვალსაწიერსაც აფართოებს, რაც თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ უპირატესობად მიიჩნევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: international@alte.edu.ge.

 

კვლევითი რესურსები

 

სტუდენტებს წვდომა აქვთ რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე, მათ შორის არის EBSCO, Proquest, Scopus და ScienceDirect. აღნიშნული რესურსები აუცილებელია როგორც სასწავლო, ისე კვლევითი საქმიანობისთვის, რადგან სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სანდო წყაროებზე დაყრდნობით მოამზადოს ნაშრომი ან კონკრეტული საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.

 

ამ მიმართულებით სიახლეც იგეგმება: უნივერსიტეტში მალე კვლევითი ჰაბი გაიხსნება, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს სივრცე კვლევითი საქმიანობისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური პროექტების განსახორციელებლად. 

 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ერთად?

 

სასწავლო პროგრამა და მაღალი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც კარიერულ წარმატებას განსაზღვრავს. ყველაფერი, რაც ლექციების მიღმა ხდება, კერძოდ კი ინდივიდუალური კონსულტაციები ლექტორთან, მენტორობა, კარიერული მხარდაჭერა, კლუბები, საერთაშორისო პროგრამები და კვლევითი ბაზები, ერთად ქმნის იმ გარემოს, სადაც სტუდენტს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ახალი ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვს.

 

,,ალტე უნივერსიტეტში” ეს სერვისები ხელმისაწვდომია და მათი გამოყენება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს რომელიმე მიმართულება დააინტერესებს, შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზეა  ( https://alte.edu.ge/) მოცემული. 

როგორ ეხმარება ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში?