ნინო კოპინაშვილი ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტი და ასევე, ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტების კლუბის სტუდენტ-ამბასადორია.
ნინოს აქვს მოხალისეობრივი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის 2023 წელს იყო მოხალისე/ლიდერი ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში - “CAREER HUNTER CAMP”. 2024 წელს მოხალისეობრივად ჩაერთო ’"TECHNOVAT Girls Sakartvelo 2024’" ბანაკში, ასევე იყო საერთაშორისო კონფერენციის “GIMPHA 9TH ANNUAL MEETING 2024’” მოხალისე.
2022 წლიდან არის Policy Planning, Monitoring and Evaluation HUB (PPMEH)-ის გუნდის წევრი დებატების მიმართულებით. ამავე ორგანიზაციის საშუალებით 2023 წელს, Erasmus + პროგრამის, საერთაშორისო პროექტის ‘"ALL IN: TOWARDS GENDER EQUALITI IN SPORTS" -ის მონაწილე იყო.
ნინოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დებატების მიმართულებით, როგორც ორგანიზატორი, ასევე, მონაწილის ამპლუაში. ის 2022 წელს ორგანიზაცია GIDE- ის მიერ ორგანიზებული დებატების ტურნირის ‘’საგანმანათლებლო დებატები კლიმატის ცვლილებებზე’’ საუკეთესო მონაწილე გახდა.
