Flag 0Flag 1
logo

მიღების ინსტრუქციები პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის

ნაბიჯი 1: შეაგროვეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
 

● ფოტო 3X4.

● პასპორტი 

● ატესტატი (ხელმოწერილი, ბეჭდით).


შენიშვნა: კანდიდატები, რომელთაც სურთ ჩარიცხვა მედიცინის ან სტომატოლოგიის პროგრამებზე, უნდა დაასრულონ საშუალო სკოლა შემდეგი სამი საგნის მიმართულებით: 1. მათემატიკა (ან ფიზიკა); 2. ქიმია; და 3. ბიოლოგია.
 

● შევსებული განაცხადის ფორმა (დარწმუნდით, რომ სწორად მონიშნეთ არჩეული პროგრამა)
 

შენიშვნა: განმცხადებელმა უნდა გადმოწეროს (ან დაბეჭდოს) განაცხადის ფორმა.
 

● სკაიპის ID ინტერვიუსათვის

● ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (ან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი) - ენის სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი მოწვეული იქნება შიდა უნივერსიტეტის B2 დონის ინგლისური ენის გამოცდაზე

● ონლაინ შიდა საუნივერსიტეტო ტესტის ჩაბარება მათემატიკაში ინგლისურ ენაზე. - მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აპლიკანტებისათვის
 

ნაბიჯი 2: ყველა შეგროვებული დოკუმენტის გაგზავნა შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: admissions@alte.edu.ge
 

შენიშვნა: Subject-ის ნაწილში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი და პროგრამა (MD, სტომატოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება)
 

პირველკურსელების განაცხადის მიღების ვადების შესახებ:
 

• მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო დოკუმენტი გაიგზავნება, ალტე უნივერსიტეტის გუნდი სამი სამუშაო დღის განმავლობაში დანიშნავს გასაუბრებას.

• შეთავაზების მიღების შემთხვევაში, ორ სამუშაო დღეში გამოიგზავნება გასაუბრების დამადასტურებელი პირველადი წერილი მიღების შესახებ, შესაბამისი პირობებით.

• გადასახადის ინიცირების შემდეგ, განაცხადს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ოფიციალური პასუხი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია ერთი თვის განმავლობაში.

• მოსაწვევი წერილები გამოიგზავნება 3 სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამინისტროდან დასტური გამოიგზავნება ჩარიცხვის შესახებ.