მარტი 25, 2025
ლიდერობა რეალურ ცხოვრებაში
გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, HR დირექტორმა, სერტიფიცირებულმა პრაქტიკოსმა ტრენერმა ლიდერობის მიმართულებით და განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრმა, თამარ ქლიბაძემ, ჩაატარა შეხვედრა თემაზე “ლიდერობა რეალურ ცხოვრებაში”.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ისეთ ლიდერობის ტექნიკებს, რომელთა გამოყენებასაც აკადემიურ, პროფესიულ და პირად ცხოვრებაში შეძლებენ. სტუდენტებმა იმუშავეს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და გუნდის მოტივაცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.












