- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია კომპანიების მენეჯერებისთვის, CSR სპეციალისტებისთვის, HR, PR და მარკეტინგის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პრინციპებზე, ისწავლონ, როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური CSR პროექტები და გააღრმავონ ცოდნა მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDG) და შესაბამისი ინდიკატორების შესახებ.
- კურსის მიმოხილვა
კურსის ამოცანაა მონაწილეებს გაუღრმავოს ცოდნა CSR -ის კონცეფციასა და მის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
- ტრენერი
ელენე ჩხეიძე - ალტე უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და გარემოს, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი. ამ მიმართულებით თანამშრომლობს და კონსულტაციას უწევს წამყვან ქართულ კომპანიებს. ასევე, თანამშრომლობდა მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციასთან, მათ შორის USAID, KAS, ევროკავშირი (EU) და მსოფლიო ბანკი (World Bank). იგი ჩართულია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინიციატივებში და აქვს პროექტების მართვის გამოცდილება აფრიკასა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 12 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
