კახა ბრეგვაძე კომპიუტერული ინჟინერიის მაგისტრია. იგი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის მიმართულებით , ხოლო მაგისტრატურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. გარდა ამისა, გავლილი აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი ბარსელონას EADA ბიზნეს სკოლაში.
ალტე უნივერსიტეტში შემოერთებამდე მისი სამუშაო გამოცდილება ძირითადად ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ჯანდაცვის სექტორს უკავშირდებოდა. იგი მუშაობდა ბიზნეს ანალიტიკოსად იუსტიციის სახლში , 2014-2022 წლებში კი იკავებდა სხვადასხვა პოზიციას „ევექსის ჰოსპიტალებში“, სადაც ხელმძღვანელობდა მომხმარებელთა მომსახურებისა და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების სამსახურებს. 2022-2024 წლებში კახა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ ბიზნეს პროცესების ლიდის პოზიციას იკავებდა, სადაც ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვასა და სამუშაო პროცესების დახვეწას უზრუნველყოფდა.
2024 წლის ივლისიდან იგი ალტე უნივერსიტეტის გუნდს შეუერთდა და თავდაპირველად IT პროექტების მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 2025 წლის იანვრიდან კი IT პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს.
