საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

აბიტურიენტებისათვის

რა არის „აბიტურიენტების კლუბი“?

„აბიტურიენტების კლუბი“ „ალტე უნივერსიტეტის“ პროექტია მათთვის, ვინც სტუდენტობას გეგმავს. კლუბის მიზანია აბიტურიენტებს, საქართველოს მასშტაბით, დაეხმაროს დატვირთული გრაფიკის ფონზე სოციალიზაციაში, პროფესიის არჩევასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში.

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე “აბიტურიენტების კლუბზე”

  1. 5600+ წევრი „აბიტურიენტების კლუბი“
  2. შევხვდით 1500-ზე მეტ აბიტურიენტს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
  3. 50-ზე მეტი ვიზიტი საქართველოს რეგიონებში
  4. 700-ზე მეტი აპლიკანტი უნიკალური კონცეფციის ბანაკში და 50 შერჩეული მონაწილე

60-ზე მეტი შეხვედრა და ვორქშოპი აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების ხელშესაწყობა

რა გელოდება ჩვენთან?

  • პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები
  • ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორქშოფები
  • იმიტირებული გამოცდები
  • პერსონალური კონსულტანტის სერვისი
  • სტრესის მართვის ტრენინგები
  • ინტელექტუალური თამაშები
  • შემეცნებითი პროექტები
  • საგანმანათლებლო კონკურსები
  • ბანაკები

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე: a.club@alte.edu.ge