ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის შეხვედრების სერიის, „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“, ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი Arduino პროგრამირებაში.
მოსწავლეები გაეცნენ მიკროკონტროლერის მუშაობის პრინციპებს, ელექტრონიკის საფუძვლებს, სენსორებსა და აქტივატორებს. 𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 𝐔𝐧𝐨-ს მიკროკონტროლერის ბაზაზე ააგეს პროგრამირებადი მოწყობილობებისთვის ელექტრული წრედები, დაწერეს პროგრამული კოდები და შექმნეს მცირე პროექტები
