Flag 0Flag 1
logo

იანვარი 25, 2025

ალტე უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა

ალტე უნივერსიტეტმა ღია კარის დღეზე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

 

სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია პროგრამებისა და პროფესიების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ აკადემიური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი გადაწყვტილების მიღებაში.

 

ღია კარის დღეზე მოსწავლეები, მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში, ვორკშოპებსა და ტრენინგებს დაესწრნენ:

 

  • მედიცინის საერთაშორისო სკოლა

პირველადი გადაუდებელი დახმარების ვორკშოპი

  •  ბიზნესის სკოლა

 „რას ნიშნავს, გახდე ანტრეპრენერი“

  •  სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

 სამართალი - „იმიტირებული სასამართლო პროცესი“

 ფსიქოლოგია - „ფსიქოთერაპიის პრაქტიკული როლი არტთერაპიის გამოყენებით“

  •  IT სკოლა

 ვორკშოპების სერია - “Hack the Future“

 

ვორკშოპების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო გამოკითხვაში. ყველაზე მაღალი ქულა ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ - ანა კუტიბაშვილმა დააგროვა. მას საჩუქრად ალტე უნივერსიტეტისგან „კარიერული განვითარების ბანაკის“ საგზური გადაეცა.

 

ვორკშოპებში მონაწილე თითოეული მოსწავლე სამახსოვორო სერტიფიკატებით დაჯილდოვნენ.

ალტე უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა