ალტე უნივერსიტეტსა და ოთხ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი – დაარსდა 1945 წელს და წარმოადგენს ბულგარეთის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისურენოვან პროგრამებს მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სწავლებასა და თანამედროვე სამედიცინო განათლებას
- თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TUMS) – დაარსდა 1934 წელს და წარმოადგენს ირანის უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო უნივერსიტეტს. უნივერსიტეტი ცნობილია მსოფლიო დონის კვლევებითა და მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებით;
- უშკუდარის უნივერსიტეტი – კერძო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 2011 წელს, სტამბულში და ორიენტირებულია ქცევით და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებაზე.
ალიანტეს უნივერსიტეტი – დაარსდა 1979 წელს, ესპანეთში. უნივერსიტეტი სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს მედიცინის, ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
უნივერსიტეტის მიზანია, თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა; ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება; ასევე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო რესურსების გაზიარება.
