Flag 0Flag 1
logo

მარტი 27, 2026

ალტე უნივერსიტეტის დელეგაცია European Learning & Teaching Forum 2026-ში მონაწილეობდა

ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

უნივერსიტეტის დელეგაცია ლისაბონში, Universidade Católica Portuguesa-ში გამართულ European Learning & Teaching Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია-ის (EUA) მიერ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით - ირმა გრძელიძე და ადამიანების განვითარებისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი - სოფიო იდაძე.

 

ფორუმის პლენარული სესიები დაეთმო სწავლების ინოვაციურ, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალის უწყვეტ განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

 

ფორუმში მონაწილეობის შედეგად ალტე უნივერსიტეტმა:

  • გაიზიარა ევროპული უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა;
  • გაიღრმავა ცოდნა სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების შესახებ;
  • გააფართოვა საერთაშორისო პროფესიული ქსელები და თანამშრომლობა;
  • გაეცნო აკადემიური პერსონალის განვითარების მიმართულებით არსებულ ახალ ხედვებსა და ტენდენციებს.


 

მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანს - დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები და უზრუნველყოს სწავლების ინოვაციური მეთოდების უწყვეტი განვითარება.

ალტე უნივერსიტეტის დელეგაცია European Learning & Teaching Forum 2026-ში მონაწილეობდაალტე უნივერსიტეტის დელეგაცია European Learning & Teaching Forum 2026-ში მონაწილეობდაალტე უნივერსიტეტის დელეგაცია European Learning & Teaching Forum 2026-ში მონაწილეობდა