Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 21, 2024

ალტე უნივერსიტეტი სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) წევრი გახდა.

ალტე უნივერსიტეტი სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) წევრი გახდა. 

 

IALS 2000 წელს დაფუძნდა და იურისპრუდენციაში, განათლებისა და კვლევის მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანებაა. ასოციაცია ხელს უწყობს ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას სამართლებრივი სისტემებისა და კულტურების მრავალფეროვნების გათვალისწინებით. იგი ასევე შეიმუშავებს პროტოკოლებს იურიდიული განათლების ხარისხის თანმიმდევრული გაუმჯობესების მიზნით. 

 

ასოციაციის წევრებს ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ წვდომა უახლეს კვლევის შედეგებზე, მოიწვიონ კოლეგა ლექტორები, შექმნან შესაძლებლობები სტუდენტთა სტაჟირებისთვის. IALS ზრუნავს იურიდიული განათლების გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან მუდმივ შესაბამისობაზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მომზადებაზე. 

 

IALS-ის წევრობა ალტეს სამართლის პროგრამის პერსონალსა და სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობებით უზრუნველყოფს და ხელს შეუწყობს მათ ინტერნაციონალიზაციას. 

ალტე უნივერსიტეტი სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) წევრი გახდა.