ალტე უნივერსიტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას ხორვატიაში, ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტში.
კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ Erasmus+ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში (Blended Intensive Programme - BIP).
მოკლევადიანი Erasmus+ მობილობა აერთიანებს ონლაინ და ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, განივითარონ ინტერკულტურული უნარები და ითანამშრომლონ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან:
- როგორ დაგეგმონ და მართონ პროგრამული განვითარების [software development] პროექტი
- როგორ შეაგროვონ და დაასტრუქტურირონ ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნები მომხმარებლის საჭიროებების საფუძველზე
- როგორ იმუშაონ გუნდში
- როგორ აკონტროლონ პროექტის მიმდინარეობა და ამოცანების შესრულება
- როგორ გამოიყენონ ვერსიის კონტროლის სისტემა განვითარების პროცესში
სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი პროგრამირების ენა, ინსტრუმენტი ან პლატფორმა. შეფასება დაფუძნებულია ინდივიდუალურ პროექტზე, რომელიც მოიცავს როგორც ფუნქციური სპეციფიკაციის შედგენას, ასევე აპლიკაციის შექმნას მოცემული ამოცანისთვის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პროგრამის სახელწოდება: Project Approach to Applications Development მასპინძელი უნივერსიტეტი: ალგებრა ბერნაის უნივერსიტეტი (ზაგრები,
ხორვატია).
ECTS კრედიტები: 3
ალტე უნივერსიტეტიდან მონაწილეთა რაოდენობა: 2 სტუდენტი (ზამთრის მოდულისათვის)
Erasmus+ ფინანსური მხარდაჭერა:
- მგზავრობის მხარდაჭერა: €395
- პირადი მხარდაჭერა: €553
- დამატებითი მხარდაჭერა ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის: €100 (სულ €653)
- ჯამში, €948 ან €1,048 ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის.
გრანტი განკუთვნილია ზაგრებში ფიზიკური მობილობის პერიოდში საცხოვრებელი, კვებისა და ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. გრანტის 70% გაიცემა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ხოლო დარჩენილი 30% - მობილობის დასრულებისა და EU Survey-ის შევსების შემდეგ.
ინკლუზიური მხარდაჭერა: ყველა სტუდენტს შეუძლია განაცხადის შევსება, თუმცა, პრიორიტეტი - გაზრდილი დაფინანსებით, - მიენიჭებათ ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს (დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტები, ლტოლვილის, თავშესაფრის მაძიებლის ან მიგრანტის სტატუსის მქონე სტუდენტები, სტუდენტები ფიზიკური, ფსიქიკური ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი გარემოებებით, რომ მობილობის აქტივობაში მონაწილეობა შეუძლებელი იქნებოდა დამატებითი ფინანსური ან დამატებითი მხარდაჭერის გარეშე).
პროგრამის განხორციელების თარიღები
ვირტუალური კომპონენტი: 2025 წლის 15-19 დეკემბერი
ფიზიკური მობილობა ზაგრებში: 2026 წლის 12-16 იანვარი
მონაწილეობის კრიტერიუმები
განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ალტე უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც:
- სწავლობს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე;
- დასრულებული აქვს მინიმუმ ერთი სემესტრი;
- აქვს მინიმუმ 2.5 GPA მაჩვენებელი;
- ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე (CEFR), რაც დასტურდება შემდეგიდან ერთით მაინც:
- საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Duolingo და სხვა); ან
- ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსის დასრულება (მინ. B1.2 დონე); ან
- მინიმუმ 20 ECTS კრედიტი ინგლისურენოვან კურსებზე; ან
- ალტე უნივერსიტეტის შიდა ტესტის ჩაბარება ინგლისურ ენაში.
საჭირო დოკუმენტები
- CV / რეზიუმე
- სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი) - მიუთითეთ თქვენი მოტივაცია, მოსალოდნელი შედეგები და როგორ ესადაგება ეს გამოცდილება თქვენს აკადემიურ და პროფესიულ მიზნებს
- ნიშნების ფურცელი (Transcript of Records)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ზემოთ)
- პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
- ერთი რეკომენდატორის სახელი (ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან, რომლის კურსიც გავლილი გაქვთ)
- ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ერთიან zip პაკეტად შეკრული PDF ფაილების სახით, შემდეგ მისამართზე: international@alte.edu.ge, სათაურის ველში მითითებული ტექსტით: „AB Winter BIP Application“.
შერჩევის პროცესი და ვადები
- განაცხადის გამოგზავნის დედლაინი: 2025 წლის 23 ოქტომბერი
- 24 ოქტომბერი: დოკუმენტაციის შესაბამისობის გადამოწმება
- 27 ოქტომბერი: ინგლისურის ტესტი (საჭიროების შემთხვევაში)
- 28-29 ოქტომბერი: გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან
- 30 ოქტომბერი: კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება
შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 100 ქულა)
- აკადემიური მოსწრება – 25 ქულა;
- რეზიუმე – 15 ქულა; მოტივაცია – 10 ქულა;
- რეკომენდაცია – 10 ქულა;
- ენის კომპეტენცია – 20 ქულა;
- გასაუბრება – 20 ქულა.
Erasmus+ პროგრამები ინკლუზიურია და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისთვის მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. შერჩევის პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: International@alte.edu.ge
