- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ან სურს გამოიყენოს ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. განსაკუთრებით გამოსადეგია შემდეგი სფეროების წარმომადგენლებისთვის:
- პროდუქტის მენეჯერები;
- ბიზნეს ანალიტიკოსები;
- მარკეტინგის სპეციალისტები;
- ოპერაციების მენეჯერები;
ასევე, პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ციფრულ ტექნოლოგიებთან ან პროცესების გაუმჯობესებაზე AI-ის დახმარებით.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები იდეის გენერირებიდან პროდუქტის პროტოტიპამდე, გაიარონ პროდუქტის შექმნის სრული ციკლი - ბაზრის კვლევით დაწყებული, მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზით დამთავრებული, გაიცნონ და ეფექტურად გამოიყენონ პოპულარული AI პლატფორმები, როგორებიცაა ChatGPT, Gemini და Lovable.dev.
- ტრენერი
ანანია დევრუსაშვილი - ,,ალტე უნივერსიტეტი“-ს ლექტორი, უფროსი სკრამ მასტერი. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ციფრული პროექტებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 16 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
