- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია მარკეტინგისა და სარეკლამო სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, მენეჯერებისთვის და, ასევე მათთვის, ვინც მონაწილეობს სარეკლამო სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
- კურსის მიმოხილვა
რეკლამის ფსიქოლოგიის კურსი ემსახურება ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის რეკლამის ფსიქოლოგიური მექანიზმების, სარეკლამო საქმიანობის ფსიქო-სოციალური კანონზომიერებების გაცნობასა და ეფექტური მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის წარმოებისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენების უნარის გამომუშავებას.
- ტრენერი
ნინო ქიტოშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ,,ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, ,,კავკასიის უნივერსიტეტის“ მოწვეული პროფესორი, ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი და მკვლევარი. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 6 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
