Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 18, 2025

White Coat Ceremony

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსში “White Coat Ceremony” გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები მიღწევებისა და წარმატების ერთად აღსანიშნად შეიკრიბნენ და ერთმანეთს თეთრ ხალათებზე მისალოცი წარწერები დაუტოვეს.

 

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილი და მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, ქეთევან ჩახნაშვილი. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

White Coat CeremonyWhite Coat Ceremony