Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 11, 2026

STEM ოლიმპიადა ალტე უნივერსიტეტში

ალტე უნივერსიტეტმა, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის, STEM ოლიმპიადის მეორე ტურს უმასპინძლა.

 

ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მონაწილეობდნენ ონლაინ ტურის შედეგად შერჩეული 125 სკოლის გუნდის 315 მოსწავლე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სააპელაციო განცხადებების განხილვა, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ფინალისტები.

 

ფინალური შეხვედრა ალტე უნივერსიტეტში გაიმართება. დასკვნით ეტაპზე გადასული 10 საუკეთესო სკოლა, გაივლის 40 საათიან კურსს ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების მიმართულებით, რომელსაც კომაროვის სკოლა STEM მიმართულების პროფესიონალი გუნდი ჩაატარებს.

 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებში ინოვაციური და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას.

STEM ოლიმპიადა ალტე უნივერსიტეტშიSTEM ოლიმპიადა ალტე უნივერსიტეტში