30 აპრილს, შეხვედრების სერიის “შეგიძლია” ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - “როგორ ავარჩიოთ პროფესია” ჩატარდა, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრემ სტუმრებს პროფესიის არჩევის სტრატეგიები და ტექნიკები გაუზიარა. ამასთან ერთად, ისაუბრა იმ უნარების შესახებ, რომლებიც კარიერული განვითარებისთვის არის საჭირო.
მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეგოთ, თუ რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას.


