ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

Receive Full Tuition Funding at Alte University!

Learn More

დეკემბერი 19, 2025

ალტე უნივერსიტეტში ICPC - პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა

ალტე უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკისა და კომპანია სოფტგენის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის ნახევარფინალი გაიმართა.
 

ICPC მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტუდენტურ ტექნოლოგიურ შეჯიბრებად ითვლება, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტების ტექნიკურ კომპეტენციებს, გუნდურ მუშაობასა და მაღალი დატვირთვის პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს აფასებს.
 

ICPC-ის ნახევარფინალს, რომელშიც 250-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა ერთდროულად ოთხმა ქალაქმა უმასპინძლა, მათ შორის იყო თბილისი.
 

საქართველოში გამართულ ნახევარფინალში 49 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ისე აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქმენეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გუნდები. 
 

ალტე უნივერსიტეტისთვის ICPC-ის პარტნიორობა არის შესაძლებლობა, გააძლიეროს ტექნოლოგიური განათლება, კვლევის კულტურა, ინოვაციების მხარდაჭერა და სტუდენტების საერთაშორისო ჩართულობა. უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა პროგრამისტების მხარდაჭერას.

ალტე უნივერსიტეტში ICPC - პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა