logo

მაისი 13, 2024

აკადემიური პროცესების შესახებ

ძვირფასო სტუდენტებო,

როგორც იცით, 12 მაისს, ალტე უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ უერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს და, შესაბამისად, არ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.

გაფიცვა ან საკუთარი აზრის ნებისმიერი ფორმით დაფიქსირება არის პიროვნების ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ალტე უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის აზრს და გამოხატვის თავისუფლებას, აქ წახალისებულია თავისუფალი აზროვნება და საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების სრული შესაძლებლობა.

სტუდენტების აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა როგორც სტუდენტებში, ასევე - აკადემიურ პერსონალში სასწავლო პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც უნივერსიტეტს თითოეული სტუდენტის წინაშე გააჩნია, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც ჩართულია მიმდინარე სასწავლო პროცესში. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტი აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას და თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას ცვლილების გარეშე.

საუკეთესო სურვილებით,

ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

აკადემიური პროცესების შესახებ