logo

აპრილი 11, 2022

ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის გუნდის ახალი წევრი

სიხარულით გვინდა გაცნობოთ რომ ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი დაარსდა, რომელსაც პროფესორი ნანა დიხამინჯია უხელმძღვანელებს.
ნანა დიხამინჯიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მათემატიკისა და საინჟინრო-ტექნოლოგიურ სფეროში საგანმანათლებლო-კვლევების მიმართულებით. იგი წარმატებით ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, ისევე როგორც საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების კუთხით.
ნანა დიხამინჯიამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა მოსწავლეებისა და სტუდენტების ციფრული განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების სფეროში.

თავად ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მიზანია, ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების პროცესების დანერგვას და საგანმანათლებლო პროგრამების უახლესი ტექნოლოგიური კომპონენტებით გაძლიერებას, ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ-კურსების შემუშავებას.
ცენტრი ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი მეთოდოლოგიების საქართველოში დანერგვის მიზნით ითანამშრომლებს ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ტექნოლოგიურ-საინჟინრო ინდუსტრია, საჯარო მმართველობა თუ ბიზნესი. 

ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის გუნდის ახალი წევრი