ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების მიერ გამჭვირვალე და სამართლიანი გზით არჩეული გუნდი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს სტუდენტებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის საბჭოზე. თვითმმართველობის მიზანია, რომ სტუდენტების აზრი გათვალისწინებული იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სტუდენტური თვითმმართველობა იცავს სტუდენტების უფლებებს და სთავაზობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.
თვითმმართველობის მიზნები და ამოცანები:
Სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
- ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების პრაქტიკულ რეალიზებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
- უზრუნველყოს სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში;
- დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში და უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ;
- ურთიერთოებები დაამყარონ ან/და გააღრმავონ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან;
- სტუდენტური თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდონ სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაცია და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ უნივერსიტეტში ახლადმოსული სტუდენტების ინტეგრირების პროცესში.
თვითმმართველობის გუნდის წევრები:
პრეზიდენტი: გარნუკი გოგოლაძე
ვიცე-პრეზიდენტი: მარიამ ხოსიაური, თორნიკე ჯგუშია, რიშექ რანჯიტ ნიმანგრე
თავმჯდომარეები: ნიკა ბუხრიკიძე (სპორტი) ანა ალავიძე (განათლება), მარიამ ქიზიყურაშვილი (იურიდიული დეპრატამენტი), მარიამ ძაგნიძე (კულტურა), ლიზი ლომთაძე (ტურიზმი).