ალტე უნივერსიტეტი აცხადებს 2023-2024 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველთა მიღებას სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამებზე.
მაგისტრატურის საფეხურზე ჩაბარების მსურველები, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიებთან, დარგობრივი ცოდნისა და ინგლისური ენის დადასტურების მიზნით.
საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგების დაძლევის შემდგომ (4-დან 3-ში დადებითი ქულის მოპოვების საფუძველზე), ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები ჩაირიცხებიან შესაბამის პროგრამაზე. გასათვალისწინებელია, რომ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის წინაპირობას წარმოადგენს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის ქონა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
ფასი: 2 900 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 25
ფასი: 2 900 ლარი
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მიმართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
პირადობის მოწმობის ასლი
ავტობიოგრაფია (CV)
ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
დიპლომის დანართი (ასლი)
საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების ამონაწერი
ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩასაბარებლად, აუცილებელია კანდიდატმა წარმატებით გაიაროს დარგობრივი გასაუბრება კომისიის წევრებთან, მოტივაციის, პროფესიული ცოდნისა და ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დასადასტურებლად.
გაეცანით გასაუბრებისთვის მოსამზადებელ საკითხებსა და ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ბროშურას ქვემოთ მოცემულ ფაილებში.
დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდი: masters@alte.edu.ge