სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებს სტუდენტური ომბუდსმენი. მისი საქმიანობის პრიციპებია: დამოუკიდებლობა, ნეიტრალურობა, კოლეგიალობა, კონფიდენციალურობა და აკადემიური კეთილსინდისიერება.
სტუდენტური ომბუდსმენი უნივერსიტეტის ნეიტრალურ და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის წარმოშობილ პრობლემურ საკითხებს იკვლევს, შეისწავლის და გადაწყვეტს. იგი ამ ურთიერთობაში, ერთგვარ მედიატორად (შუამავლად) გვევლინება, რომელიც გადაწყვეტილებას ობიექტურად იღებს.
ამჟამად, სტუდენტური ომბუდსმენი არის თეკლე ბრეგვაძე, ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე: t.bregvadze@alte.edu.ge