ალტე უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევითი პროექტების მხარდაჭერის მიზნით, იყენებს უნივერსიტეტის ფინანსურ, ადამიანურ და ტექნიკურ რესურს. ამასთან, გაფორმებული აქვს მემორანდუმი სხვადასხვა დაწესებულებასთან, რომელიც ახორციელებს კვლევით საქმიანობას.
ალტე უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
- პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარებას, მათ აქტივობებსა და ინიციატივებში ჩართვის მხრივ, როგორიცაა კვლევითი პროექტები, კონფერენციები, სემინარები და ვორკშოფები
- შიდა ფინანსურ მხარდაჭერას კვლევითი პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას უნივერსიტეტის კვლევითი პრიორიტეტების სფეროებში
- კვლევითი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობას
- უნივერსიტეტი, როგორც ფინანსურ, ისე ლოჯისტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს თანამშრომლებსა და სტუდენტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობისათვის