ალტე უნივერისტეტი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- საოპერაციო დეპარტამენტის პროცესების ანალიზი და არსებული პროცედურების ოპტიმიზაცია;
- კანცელარიისა და HR სამსახურების მართვა;
- უნივერსიტეტის შენობის ტექნიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობის კონტროლი;
- შესყიდვების პროცესის მართვა;
- უსაფრთხოებისა და დასუფთავების სამსახურის ხარისხის კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით პროცედურების მართვა;
- საოპერაციო დეპარტამენტის ჭრილში მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft-ის საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივნისი.