ალტე უნივერსიტეტი

ვაკანსია - სამართლის მიმართულებით

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, სამართლის მიმართულებით:


1. საჯარო სამართალი (ადმინისტრაციული სამართალი)
  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული


ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:

  • დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება წარმოდგენილი ცნობით; 
  • სამეცნიერო პუბლიკაციები ბოლო 5 წლის მანძილზე, ზოგად ადმინისტრაციულ სამართლის აქტუალურ საკითხებზე; 
  • კვლევითი საქმიანობა ბოლო 5 წლის მანძილზე, ზოგად ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;


აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების და ციფრული ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება;


პიროვნული თვისებები:

  • ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანი და მოტივირებული;
  • თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული; 
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური და კონსტრუქციული;
  • განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
  • კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება;


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფორმა);
  • რეზიუმე (CV); 
  • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
  • ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
  • სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;


კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვა იმიტირებული ლექციის ჩატარება);
  • სასწავლო კურსის სილაბუსის წარმოდგენა;


კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 16 იანვრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2023 წლის 16 თებრვლიდან 19 თებრვლის ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 20 - 21 თებერვალი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: ­ 2022 წლის 22-24 თებერვალი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 28 თებერვალი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2023 წლის 1-2 მარტი ;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2023 წლის 3-5 მარტი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2023 წლის 6 მარტი;


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი შესაბამის ვადებში უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2