ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან საჭირო მონაცემების მოპოვება და დამუშავება სხვადასხვა ჭრილში;
- პოტენციური სტუდენტების სეგმენტების იდენტიფიკაცია, ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, დასკვნების მომზადება;
- მოსწავლეების/სტუდენტების მონაცემების იდენტიფიცირება, სტანდარტიზება და მონიტორინგი;
- სხვადასხვა ანალიტიკური მოდელებისა და ანალიტიკური რეპორტების შექმნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 done);
საჭირო უნარები:
- კრიტიკული აზროვნება და ანალიტიკური უნარები;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
- ინფორმაციის მოძიებისა და კვლევის უნარები;
- გუნდურობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.