ალტე უნივერსიტეტი

ვაკანსია - კანცელარიის სპეციალისტი

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სპეციალისტის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • შემოსული და გასული კორესპონდენციის პირველადი დამუშავება და სტრუქტურირება, კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხის მომზადება;
  • დოკუმენტაციის რეგისტრაცია, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია და შენახვა;
  • კანცელარიასა და არქივში არსებული დოკუმენტებისთვის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
  • სტუდენტთა ბაზის ადმინისტრირება (სტატუსის შეჩერება, სტატუსის აღდგენა, სტატუსის შეწყვეტა, კურსდამთავრებულთა სტატუსის მინიჭება, ჩარიცხული სტუდენტების დამატება);
  • სტუდენტთა სტატუსის შესახებ ცნობების მომზადება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (BA);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბაზებთან მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;


საჭირო უნარები:

  • გამართული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მოწესრიგებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 აგვისტო.