ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიჯითალ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნა;
- ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ანალიზი (ROI);
- ვებ-გვერდის განვითარებაზე ზრუნვა, პარტნიორ კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
- SEO/SEM -ზე მუშაობა;
- სოციალური მედიის არხებში სტრატეგიასთან შესაბამისი კონტენტის შექმნის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების მონიტორინგი;
- სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების ინიცირება და მართვა;
- ციფრული არხების სისტემატური ანალიზი და რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- დიჯითალ მარკეტინგის პრინციპების, ტენდენციების და ხელსაწყოების გამოყენების სიღრმისეული ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა - გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, power point) ცოდნა;
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივნისი.