ალტე უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები- სამართლის მიმართულებით

ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, სამართლის მიმართულებით:

1. სისხლის სამართალი
  • სისხლის მატერიალური სამართლის მიმართულება
    პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტი - (ერთი საშტატო ერთეული) 
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)
  • სისხლის საპროცესო სამართლის მიმართულება
    პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტი - (ერთი საშტატო ერთეული)
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)

2. სამოქალაქო სამართალი
  • საკორპორაციო სამართალი
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული) 
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)
  • სახელშეკრულებო სამართალი
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)
  • სანივთო სამართალი
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული) -
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)


3. საჯარო სამართალი

  • საკონსტიტუციო სამართალი
    პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტი - (ერთი საშტატო ერთეული)
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)
  • ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი
    ასოცირებული პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    ასისტენტ-პროფესორი - (ერთი საშტატო ერთეული)
    მოწვეული სპეციალისტი - (ერთი საშტატო ერთეული)


ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


1. პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება; 
სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება;


2. ასოცირებული პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;


3. ასისტენტ-პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


4. ასისტენტისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
დოქტორანტი;
სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება; 
სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


5. მოწვეული სპეციალისტისთვი:
ბაკალავრის ან მაგისტრატურის ხარისხი;
შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;


აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.


აუცილებელი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების და ციფრული ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება;


პიროვნული თვისებები:

  •  ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინიციატივიანი და მოტივირებული;
  • თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდური და კონსტრუქციული;
  • განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
  • კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება;


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფორმა); 
  • რეზიუმე (CV);
  • ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები; 
  • სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;


კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვა იმიტირებული ლექციის ჩატარება); 
  • სასწავლო კურსის სილაბუსის წარმოდგენა;


კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 10 მაისიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2022 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 15 ივნისი - 20 ივნისი; 
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: ­ 2022 წლის 20-28 ივნისი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 30 ივნისი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 1 ივლისი – 5 ივლისი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 5-7 ივლისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2022 წლის 8 ივლისი;


დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2