ალტე უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით:
- პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
- ასოცირებული პროფესორი - 8 საშტატო ერთეული
- ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით:
- დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
- შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება; საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
2. ასოცირებული პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
- დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
- შესაბამისი მიმართულებით, მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
3. ასისტენტ-პროფესორისთვის, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
- სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება;
- სამართლის მიმართულებით, მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების და ციფრული ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება;
პიროვნული თვისებები:
- ცოდნის გადმოცემის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინიციატივიანი და მოტივირებული;
- თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- სამართლიანი და დისციპლინირებული;
- პასუხისმგებლიანი;
- გუნდური და კონსტრუქციული: კომფორტულად უნდა შეეძლოს კომუნიკაცია, როგორც სტუდენტებთან, ასევე ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან;
- განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
- კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი)
- რეზიუმე (CV)
- ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
- სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი - თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
- სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
კონკურსის ეტაპები:
- კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა;
- საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება);
- კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 11 აგვისტოდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიიღება 2022 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის (18:00 საათი) ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა: 2022 წლის 15 სექტემბერი - 19 სექტემბერი;
- კონკურსის მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2022 წლის 20-23 სექტემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
- კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2022 წლის 26 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადის მიღება: 2022 წლის 27 სექტემბერი;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2022 წლის 28 სექტემბერი;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება: 2022 წლის 30 სექტემბერი;
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@alte.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2.